
მანჯავიძე
არქიტექტურა და დიზაინი
ჩანაფიქრიდან რეალიზაციამდე
იდეა არის არქიტექტურის სული. ფუნქციონალიზმი და პრაქტიკულობა მხოლოდ მაშინ იძენენ მნიშვნელობას, როცა ისინი იდეას ემსახურებიან.როცა კონცეფცია ერთიანდება ფორმასა და ფუნქციაში, შენობა კარგავს თავშესაფრის სტატუსს და ხდება აზრის მატარებელი სივრცე — მონუმენტური არა მასშტაბით, არამედ მნიშვნელობით.
არსებობს ჩანაფიქრი, მიზანი... და არსებობს ამ მიზნისაკენ სავალი გზა. მიზნის მიღწევას მოყვება შედეგი. შედეგი, რომელიც გიყვარს, გაბედნიერებს. გიყვარს, რადგან ეს გზა შენ გაიარე ამ სიყვარულის მოსაპოვებლად! რისკი, კომპრომისი, შეურიგებლობა - იყო არჩევანი! არჩევანი, რომელიც ღირებულია! ჩანაფიქრი კი - რეალიზებული!
წლების განმავლობაში შექმნილი ათობით ნამუშევრიდან წარმოგიდგენთ გამორჩეულ პროექტებს, რომლებიც საუკეთესოდ განასახიერებენ ამ ფილოსოფიას.
შესახებ
ნინო მანჯავიძე
ნინო მანჯავიძე არის გამოცდილი ქართველი არქიტექტორი, დიზაინერი და ლექტორი. მისი კარიერა ფუნქციური და ესთეტიკური დიზაინის ღრმა გაგებაზეა დაფუძნებული.
საცხოვრებელი და კომერციული პროექტების სპეციალიზაციით, ნინოს პროფილი მოიცავს ფართო სპექტრს, კონცეპტუალიზაციისგან დაწყებული და განხორციელებით დამთავრებული, როგორც არქიტექტურის, ასევე დიზაინის მიმართულებით.







