Create Your First Project
Start adding your projects to your portfolio. Click on "Manage Projects" to get started
ვილა ლაგოდეხი
პროექტის ტიპი
საცხოვრებელი
სტატუსი
რეალიზებული
წლები
2015-2017
ნაკვეთის ფართობი
4,674 m2
შენობის ფართობი:
728 m2
მდებარეობა
ლაგოდეხი, თავისუფლების ქუჩა
მშენებელი
გიორგი ვეკუა
საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ქალაქ ლაგოდეხში, თავისუფლების ქუჩაზე, ლაგოდეხის ნაკრძალის კულტურული ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე. ნაკვეთის ფართია 4 674.00 კვ.მ.
ტერიტორიაზე შევდივართ დასავლეთის მხრიდან. შენობა შედგება სარდაფისა და ორი სართულისგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია შიდა კიბით. სარდაფი მოწყობილია/განთავსებულია აუზთან მდებარე ტერასის ქვეშ, საიდანაც ხორციელდება აუზის მომსახურება.
პირველ სართულზე განთავსებულია ჰოლი, სანკვანძი, მისაღები ოთახი, სამზარეული, სამი საძინებელი სანკვანძებით, დამხმარე სათავსები, ავტოფარეხი და ტერასები. საძინებლები უშუალო კავშირშია ეზოსთან, სადაც მოწყობილია გადახურული ტერასა და ბაღი. ამგვარად, ვიღებთ პრივატულ ზონას საძილე კორპუსთან მიმართებაში. მეორე სართულზე არის ორი საძინებელი სანკვანძებით, სატრენაჟორო, საბილიარდო, ტერასები და აივნები.
სარეკრეაციო ზონა, აუზი და მისი მიმდებარე ტერიტორია ორიენტირებულია სამხრეთის მხარეს და დასავლეთის მხრიდან გამოყოფილია რიტმულად განლაგებული წყვეტილი კედლებით. ლითონის კონსტრუქციისაგან შექმნილი ხეივანი შემოსილია სიმწვანით. აუზთან 4 მეტრი სიგანის და 20 მეტრი სიგრძის გადახურული ღია სივრცე უკავშირდება სასტუმრო ოთახს და სამზარეულოს შემინული სასრიალო კარით, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში იხსნება და ერთიან სივრცეს ქმნის. აუზთან გადახურულ ზონაში გათვალისწინებულია ღია ბარი და სანკვანძი, ხოლო გარეთ - ღია დუში. აუზის ფუნქციონალური და სივრცულ-მოცულობითი გადაწყვეტა ითვალისწინებს ჯაკუზს და სხვადასხვა დონეს.
ზოგადი ინტერიერი ვიტრაჟებით გარემოს ხედებზეა ორიენტირებული. სახლს აქვს ორი მთავარი ფასადი, დასავლეთის - შესასვლელის მხრიდან და სამხრეთის - აუზის ზონა, დასვენებისა და გართობის კომფორტული სივრცე გაშლილი ხედებით. სახლის გარე კედლები აშენებულია ენერგოეფექტური მინებით. ბრტყელი გადახურვები, ფასადის ჰორიზონტალური ფორმები, დიდი ვიტრაჟები, აუზი, ამრეკლი ზედაპირები პრიორიტეტს ანიჭებს გარემოს, რომელშიც საცხოვრებელი სახლია ჩადგმული.
ტერიტორიაზე, ძირითადი ნაგებობის გარდა, განთავსებულია მარანი სარდაფით, საქეიფო ფანჩატურით, სანკვანძი და დამხმარე სათავსოები.
მშენებლობა დასრულდა 2017 წლის ოქტომბერში.











































































