Create Your First Project
Start adding your projects to your portfolio. Click on "Manage Projects" to get started
გალერეა რუმ დიზაინი
სტატუსი
რეალიზებული
პროექტის ტიპი
კომერციული
წლები
2013 - 2015
ფართობი
300 m2
მდებარეობა
თბილისი, პეკინის ქუჩა #39
გამსახურდიას გამზირზე #39-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფისა და პირველი სართულის, აგრეთვე ფასადის რეკონსტრუქციის შედეგად მივიღეთ საზოგადებრივი ფუნქციის ობიექტი -" გალერეა რუმ დიზაინი".
ინტერიერის სივრცითი ფუნქციონალური გადაწყვეტა ექვემდებარება გალერეაში
წარმოდგენილი მაღალი ხარისხის ევროპული ბრენდული კოლექციების ეფექტურ ვიზუალიზაციას. კერძოდ, ე.წ. სარდაფის სართული დაეთმო კერამიკული ფილების დემონსტრირებას, ხოლო პირველი სართული - შპალერის,ტექსტილის, ავეჯის, სანათებისა და აქსესუარების წარმოჩენას.
რეკონსტრუქციამ მოიცვა გამაგრებითი სამუშაოები, კიბის კონსტრუირება, სანტექნიკური კომუნიკაციების განახლება, ახალი ფასადის ჩამოყალიბება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინტერიერში და ექსტერიერშიც გამიზნულად გამოყენებულია გალერეა" რუმ დიზაინის" მოსაპირკეთებელი მასალები.
სადემონსტრაციო სივრცის გარდა, უსახური სარდაფის სართულის დაბალჭერიანი ნაწილი გამოყენებული იქნა საოფისე და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ოთახებისათვის. სულ ათვისებულია 300 კვ. მეტრის ფართი.

















































